აქვს მინიმალური ზედაპირული დეფექტი
SETI-ში თქვენ მართავთ სამეცნიერო ინსტიტუტს, რომლის მიზანია დედამიწის გარეთ სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენა. მოთამაშეები აგზავნიან ზონდებს ახლო პლანეტებსა და მათ თანამგზავრებზე, აგროვებენ ნიმუშებს ან ატარებენ ორბიტალურ კვლევებს, ხოლო ტელესკოპების დახმარებით აკვირდებიან შორეულ ვარსკვლავურ სისტემებს სიგნალებისა და ეგზოპლანეტების გამოსავლენად.
დედამიწაზე შესაძლებელია ტექნოლოგიების გაუმჯობესება მონაცემების ანალიზის დაჩქარება, სიგნალის გაძლიერება და რესურსების გაზრდა, რაც ზრდის აღმოჩენის შანსებს. თამაშში გამოიყენება 200-ზე მეტი უნიკალური ბარათი, რომლებიც რეალურ ტექნოლოგიებსა და პროექტებზეა დაფუძნებული.
თამაში მიმდინარეობს 5 რაუნდად. ბოლოს ითვლება ქულები და იმარჯვებს მოთამაშე, რომელიც ყველაზე დიდ სამეცნიერო წვლილს შეიტანს.
https://www.youtube.com/watch?v=xsJgjoEYNAY










მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.