Sky Team არის კოოპერატიული თამაში მხოლოდ 2 მოთამაშისთვის, სადაც თქვენ ხართ პილოტი და კოპილოტი, და ერთად ცდილობთ თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმას სხვადასხვა აეროპორტში მსოფლიოს მასშტაბით.
თამაშში საჭიროა კამათლების სწორად განაწილება კაბინაში და სიჩქარის კონტროლი, თვითმფრინავის ბალანსი, ფლაპების და შასის მართვა, ასევე საკონტროლო კოშკთან კომუნიკაცია. ყველაფერი ხდება ჩუმად, კოორდინაციაზე დაყრდნობით.
თუ თვითმფრინავი დაკარგავს ბალანსს, გადააცილებს აეროპორტს ან შეეჯახება სხვა თვითმფრინავს თამაშს აგებთ.
ყოველი აეროპორტი განსხვავებულ სირთულეს გთავაზობთ, ხოლო ტურბულენცია დამატებით გამოწვევას ქმნის.










მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.