უფასო მიწოდება ნებისმიერ თბილისის მეტროსადგურთან

თბილისში მიწოდება

ქალაქ თბილისში, ნებისმიერ მეტროსადგურთან პროდუქციის მიწოდება ხორციელდება იმავე კალენდარულ დღეს, თუ შეკვეთა გაფორმებულია 18:00 საათამდე. 18:00 საათის შემდეგგაფორმებული შეკვეთები მომხმარებელს მიეწოდება მომდევნო კალენდარულ დღეს.

თბილისის მეტროსადგურებთან მიწოდება ხორციელდება უფასოდ, მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებული დროისა და ლოკაციის შესაბამისად.

შაბათ-კვირას ვმუშაობთ შეზღუდული გრაფიკით, ამიტომ მიწოდების დრო მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმდება.

თბილისში, მეტროსადგურების გარდა სხვა მისამართებზე, პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია იმავე ან მომდევნო კალენდარულ დღეს, კონკრეტული დღის მიწოდების გრაფიკის გათვალისწინებით.

მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, თბილისში მიწოდება შესაძლებელია მესამე მხარის საკურიერო სერვისების მეშვეობით — Bolt, Wolt, Glovo ან Yandex. მიწოდების ღირებულებას განსაზღვრავს შესაბამისი პლატფორმა და მის საფასურს მომხმარებელი იხდის აღნიშნული სერვისის პირობების შესაბამისად.

რეგიონებში მიწოდება

საქართველოს რეგიონებში შეკვეთების მიწოდება ხორციელდება შპს OnWay-ისა და შპს EasyWay-ისსაკურიერო მომსახურების მეშვეობით.

შეკვეთა, როგორც წესი, მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის გაფორმებიდან მეორე ან მესამე კალენდარულ დღეს. მიწოდების ზუსტი ვადა შესაძლოა დამოკიდებული იყოს მომხმარებლის ადგილმდებარეობასა და გადამზიდავი კომპანიის სამუშაო გრაფიკზე.

მიწოდების საფასური განისაზღვრება შესაბამისი საკურიერო კომპანიის ტარიფების მიხედვით და დამოკიდებულია შეკვეთის წონასა და სხვა შესაბამის პარამეტრებზე. შეკვეთის გაგზავნამდე მომხმარებელს წინასწარ ეცნობება მიწოდების სავარაუდო ვადა და ღირებულება.

გადახდა ხორციელდება პროდუქციის მიღებისას, გადამზიდავი კომპანიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

დამატებითი პირობები

კომპანია იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მიწოდების პირობები და ამის შესახებ ინფორმაცია განაახლოს ვებგვერდზე.

თუ ცვლილება ეხება მომხმარებლის მიერ უკვე გაფორმებულ კონკრეტულ შეკვეთას, კომპანია მომხმარებელს დამატებით აცნობებს ამის შესახებ პირადი შეტყობინების ან მის მიერ მითითებული სხვა საკონტაქტო საშუალების მეშვეობით.

Scroll to Top