უფასო მიწოდება ნებისმიერ თბილისის მეტროსადგურთან

Quest

50,00 ₾

მოთამაშეების რაოდენობა 4-10
თამაშის ხანგრძლივობა 30 წთ
რეკომენდებული ასაკი 14+
სირთულე 1.88/5
კატეგორია:

Quest არის სოციალური დედუქციისა და ბლეფის სამაგიდო თამაში, სადაც სიკეთე და ბოროტება მეფე არტურის სამეფოს მომავალს წყვეტს. მოთამაშეები ფარულ როლებს იღებენ და არ იციან, ვის შეიძლება ენდონ არტურის ერთგულ მსახურებს შორის მორდრედის მიმდევრებიც იმალებიან.

თამაშის განმავლობაში მოთამაშეები მსჯელობენ, ეჭვობენ, არწმუნებენ ერთმანეთს და ზოგჯერ შეგნებულადაც იტყუებიან, რათა გადაწყვიტონ, ვინ უნდა წავიდეს მნიშვნელოვან მისიებზე. თუ მორდრედის მსახური ჯგუფში მოხვდება, მისიას ჩაშლა შეუძლია. Quest გამოირჩევა მაღალი ინტერაქციით, დაძაბული ფსიქოლოგიური თამაშის პროცესით და მრავალფეროვანი როლებით, ყუთში 25 განსხვავებული პერსონაჟია და თამაშის რამდენიმე განსხვავებული რეჟიმიც შედის.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

Scroll to Top