უფასო მიწოდება ნებისმიერ თბილისის მეტროსადგურთან

რატომ გახდა CATAN თანამედროვე კლასიკა?

ყველაფერი ერთი კუნძულით იწყება

წარმოიდგინეთ, რომ უცნობ კუნძულზე აღმოჩნდით. თქვენს წინ ტყეები, საძოვრები, ხორბლის ველები, მთები და თიხით მდიდარი მიწებია. თქვენ უნდა ააშენოთ გზები, დააფუძნოთ დასახლებები და დაწინაურდეთ კუნძულზე მცხოვრებ სხვა მოთამაშეებთან მიმართებით. მთავარი პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: ყველა საჭირო რესურსი თქვენ არ გაქვთ. ამიტომ ადრე თუ გვიან მეზობელს დახმარებისათვის უნდა მიმართოთ „ერთ აგურს ორ ცხვარში გამიცვლი?“

სწორედ აქ იწყება CATAN-ის ნამდვილი მაგია. ეს არ არის მხოლოდ დაფაზე ფიგურების გადაადგილება. თამაში აერთიანებს სტრატეგიას, იღბალს, მოლაპარაკებას, რისკსა და ადამიანების წაკითხვის უნარს. ერთი შეხედვით მშვიდი კუნძული რამდენიმე წუთში ცოცხალ სამყაროდ იქცევა, სადაც ყველას საკუთარი სტრატეგია აქვს.


კვირის რჩეულები

ყველაფერი ერთი კუნძულით იწყება

ყოველი სეტის დასაწყისში კუნძული ექვსკუთხა ფილებით იქმნება. ტყე ხეს გაძლევთ, მთები — მადანს, მინდვრები — ხორბალს, საძოვრები — მატყლს, ხოლო თიხის ბორცვები — აგურს. ამ რესურსებით შენდება გზები, დასახლებები და ქალაქები.

მაგრამ მათი მიღება ავტომატურად არ ხდება. კამათლის გაგორება განსაზღვრავს, რომელი ტერიტორიები გამოიმუშავებს რესურსს. ამიტომ მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რასააშენებთ, არამედ ისიც, სად დაიწყებთ თამაშს. საუკეთესო ადგილი ხშირად თვალსაჩინოა, და სწორედ ამიტომ მისთვის ბრძოლაც პირველივე წუთებიდან იწყება.

CATAN-ს განსაკუთრებულს მოთამაშეებს შორის უშუალო შეთანხმებები ხდის. შეგიძლიათ შესთავაზოთ გაცვლა, უარი თქვათ, მეტი მოითხოვოთ ან დაარწმუნოთ სხვები, რომ ლიდერს რესურსი აღარ მისცენ. ზოგჯერ გულუხვი გარიგება მომავალ პარტნიორობას ქმნის, ზოგჯერ კი ერთი უარი მთელი თამაშის პოლიტიკას ცვლის.

ეს ურთიერთქმედება თამაშს ხმაურიანს, სახალისოსა და დასამახსოვრებელს ხდის. თქვენ არ ელოდებით საკუთარ სვლას ჩუმად, მუდმივად აკვირდებით, ვის რა სჭირდება, ვინ აგროვებს რესურსს და ვისთან შეიძლება ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევა.

კამათელი თამაშში იღბალს ნამდვილად ამატებს, მაგრამ გამარჯვებას მხოლოდ იღბალი იშვიათად წყვეტს. ძლიერი მოთამაშე წინასწარ აფასებს ალბათობებს, სხვადასხვა რესურსზე წვდომას ინარჩუნებს, აკვირდება მეტოქეებს და მხოლოდ ერთ გეგმაზე არ არის დამოკიდებული.

შეიძლება გზების ყველაზე გრძელი ქსელი შექმნათ, ქალაქების განვითარებაზე გადაერთოთ ან განვითარების ბარათებით იმოქმედოთ. თუმცა კარგი სტრატეგია მოქნილია: თუ კუნძულმა თქვენს თავდაპირველ გეგმას ხელი შეუშალა, ახალი გზა უნდა იპოვოთ.

ვისთვის არის CATAN?

  • მეგობრებისთვის, რომლებსაც მოლაპარაკება, კონკურენცია და ერთმანეთის გადარწმუნება უყვართ;
  • ოჯახებისთვის, რომლებსაც სურთ თამაში მარტივი წესებით, მაგრამ მრავალფეროვანი გადაწყვეტილებებით;
  • დამწყებთათვის, რომლებიც თანამედროვე სტრატეგიული სამაგიდო თამაშების სამყაროს პირველად ეცნობიან;
  • გამოცდილი მოთამაშეებისთვის, რომლებიც ალბათობებში, პოზიციურ თამაშსა და ტაქტიკურ ვაჭრობაში სიამოვნებას პოულობენ.

3 საინტერესო ფაქტი კატანზე

ფაქტი 1

თამაში 1995 წელს გამოვიდა

CATAN გერმანელმა თამაშების დიზაინერმა კლაუს ტოიბერმა შექმნა და თავდაპირველად გერმანიაში გამოიცა.

ფაქტი 2

თავიდან კუნძული გაცილებით დიდი იყო

ადრეული იდეა იმდენად მოცულობითი აღმოჩნდა, რომ ავტორმა მისი ელემენტები რამდენიმე ცალკეულ თამაშად დაყო.

ფაქტი 3

1995 წლის Spiel des Jahres-ის გამარჯვებულია

ეს ჯილდო სამაგიდო თამაშების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აღიარებად ითვლება.

Scroll to Top