The Resistance: Avalon წარმოადგენს სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას ცივილიზაციის მომავლისთვის. არტური სიმბოლოა ბრიტანეთის ნათელი მომავლის, კეთილდღეობისა და ღირსების, თუმცა მის რაინდებს შორის ფარულად იმალებიან მორდრედის უსინდისო მსახურები.
ბოროტების ძალები რიცხობრივად ცოტანი არიან, მაგრამ ერთმანეთს იცნობენ და საიდუმლოდ მოქმედებენ. მათი ვინაობა ყველასთვის დაფარულია, ერთის გარდა. მხოლოდ მერლინმა იცის, ვინ არიან ბოროტების მსახურები, თუმცა ამის პირდაპირ თქმა არ შეუძლია და მხოლოდ მინიშნებებითა და სიმბოლოებით საუბრობს.
თუ მისი ნამდვილი ვინაობა გამოაშკარავდება, ყველაფერი დაიკარგება.









მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.