შენიშვნა: სამაგიდო თამაში სპეციალური ფასდაკლებითაა, რადგან ტრანსპორტირებისას დაზიანდა ყუთის ზოგიერთი ნაწილი (ზოგადი დაზიანება)
Evacuation-ში პლანეტა ნელ-ნელა იღუპება მზის გაძლიერებული რადიაციის გამო. მოთამაშეების მიზანია ოთხ რაუნდში გადაიყვანონ მოსახლეობა და წარმოება ძველი პლანეტიდან ახალზე.
თამაში იწყება სრულად ფუნქციონირებადი ეკონომიკით, რომელიც ეტაპობრივად უნდა დაიშალოს და ახალ პლანეტაზე თავიდან აეწყოს. ძველ პლანეტაზე შემოსავალი თანდათან იკლებს, ხოლო ახალზე წარმოება მხოლოდ სწორად დაგეგმვის შემდეგ ამოქმედდება. რესურსების შერევა დაუშვებელია, ამიტომ თითოეული გადაწყვეტილება წინასწარ და ზუსტად უნდა იყოს გათვლილი.
ავტომატური გამარჯვებისთვის საჭიროა ახალ პლანეტაზე სამი რესურსის წარმოების მე-8 დონემდე გაზრდა და სამი სტადიონის აშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხი რაუნდის ბოლოს გამარჯვებული დაგროვილი ქულების მიხედვით განისაზღვრება.












მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.