Heat: Pedal to the Metal არის სწრაფი და დინამიკური სარბოლო სამაგიდო თამაში, სადაც მოთამაშეები მართავენ მანქანებს და ცდილობენ პირველებმა გადაკვეთონ ფინიში. მთავარი მექანიკა ეფუძნება მარტივ და ინტუიციურ ბარათების მართვას, სადაც სწორად უნდა აკონტროლო სიჩქარე, რათა არ გადაახურო ძრავი და არ დაკარგო კონტროლი მოსახვევებში.
თამაშში შეგიძლიათ ითამაშოთ როგორც სოლო რბოლა, ასევე გამოიყენოთ „Championship“ რეჟიმი და ჩაატაროთ სრული სეზონი, სადაც ყოველი რბოლა განსხვავდება ამინდისა და გზის პირობებით. ასევე ყველა რუკაზე ხელმისაწვდომია სოლო რეჟიმი და მოწინააღმდეგეები.











მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.