ბოლო განახლება: 10.01.26
1. ზოგადი დებულებები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვებ-გვერდზე www.strategon.ge (შემდგომში — „ვებ-გვერდი“).
ვებ-გვერდის გამოყენებით, რეგისტრაციით (არსებობის შემთხვევაში) და/ან შეკვეთის გაფორმებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.
თუ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს, გთხოვთ არ გამოიყენოთ ვებ-გვერდი.
ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, საკუთარი შეხედულებით, ნებისმიერ დროს განაახლოს/შეცვალოს წინამდებარე წესები. ცვლილებები ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
2. რეგისტრაცია, პროფილი და მომხმარებლის ვალდებულებები
(იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია რეგისტრაცია/პირადი ანგარიში)
2.1. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისა და შეკვეთის გაფორმების დროს მიუთითოს ნამდვილი, ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია.
2.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის/პაროლის დაცვაზე და მისგან განხორციელებულ ქმედებებზე.
2.3. ადმინისტრაციას უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება, როდესაც ეს საჭიროა შეკვეთის შესრულებისთვის ან უსაფრთხოებისთვის.
3. საიტზე დაუშვებელი ქმედებები
ვებ-გვერდზე დაუშვებელია:
- ცენზურის დარღვევა და უცენზურო/უხამსი ენის გამოყენება;
- საზოგადოებისთვის მიუღებელი, დისკრიმინაციული ან ვინმეს შეურაცხმყოფელი კომენტარის/შინაარსის გამოქვეყნება;
- საკუთარი ან სხვისი პერსონალური მონაცემების (მაგ.: ტელეფონი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვ.) მესამე პირებისთვის გადაცემა/გამოქვეყნება მომხმარებლის თანხმობის გარეშე;
- რაიმე მავნე ნივთიერების, სახიფათო ქმედებების ან უკანონო საქმიანობის აგიტაცია/პოპულარიზაცია;
- სხვა ვებ-გვერდის/პროდუქტის/სერვისის რეკლამა ან სპამი;
- ერთი და იმავე კომენტარის ან შინაარსის მრავალჯერ გამეორება;
- საზოგადოებისთვის მიუღებელი ან შეურაცხმყოფელი ფოტოს/მასალის ატვირთვა;
- სხვა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება;
- მომხმარებლის სახელად საიტებისა და სერვერების მისამართების (URL), მათი ელემენტების, ან უცენზურო სიტყვების/გამოთქმების გამოყენება;
- ერთზე მეტი პროფილით რეგისტრაცია.
ადმინისტრაციის უფლებები:
- 9 და 10 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს წაშალოს მომხმარებლის პროფილი;
- ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი წესის დარღვევისას ადმინისტრაციას შეუძლია დაბლოკოს პროფილი გარკვეული ვადით ან/და უვადოდ;
- ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს წაშალოს/შეზღუდოს ნებისმიერი შინაარსი, რომელიც არღვევს წესებს.
4. შეკვეთის გაფორმება და შესრულება
4.1. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს მიწოდებისთვის საჭირო მონაცემები (მაგ.: სახელი, ტელეფონი, მისამართი/ლოკაცია).
4.2. შეკვეთის შესრულება დამოკიდებულია მარაგზე, მიწოდების ხელმისაწვდომობაზე და გადახდის დადასტურებაზე.
4.3. ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გააუქმოს შეკვეთა, თუ:
- მითითებული ინფორმაცია არასწორია/ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება;
- გადახდა არ დადასტურდა დადგენილ ვადაში;
- არსებობს ეჭვი თაღლითობაზე ან წესების დარღვევაზე.
5. ანგარიშსწორების პირობები
5.1. ამ ეტაპზე ვებ-გვერდზე ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საბანკო გადმორიცხვით:
- TBC Bank-ის ანგარიშზე გადარიცხვა;
- Bank of Georgia-ს ანგარიშზე გადარიცხვა.
(ანგარიშის დეტალები მითითებულია checkout-ზე ან ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინსტრუქციაში.)
5.2. ბარათით გადახდა და ანგარიშის შექმნა შესაძლოა დაემატოს მოგვიანებით — ცვლილებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე.
5.3. ნაღდი ანგარიშსწორება კურიერთან დასაშვებია მხოლოდ მეტროსადგურებთან მიწოდების შემთხვევაში და მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით/დადასტურებით. სხვა შემთხვევებში ადგილზე გადახდა არ არის ხელმისაწვდომი.
6. მიწოდება
მიწოდების პირობები რეგულირდება ცალკე დოკუმენტით — „მიწოდების პირობები“, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე და წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია.
7. დაბრუნება/გადაცვლა
7.1. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებისას, კურიერის თანდასწრებით ან ადგილზე, შეამოწმოს შეკვეთა გარე დაზიანებებისა და შესაბამისობის თვალსაზრისით.
7.2. გახსნილი, გამოყენებული ან დაზიანებული ბორდ გეიმი დაბრუნებას ან გადაცვლას არ ექვემდებარება, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ:
შეცვლილია პროდუქტის პირვანდელი მდგომარეობა.
გახსნილია ცელოფანი/პლომბა;
გამოყენებულია ბარათები, ფიგურები ან სხვა კომპონენტები;
დაკარგულია რომელიმე დეტალი;
7.3. გამონაკლისი შემთხვევა — ქარხნული წუნი:
თუ პროდუქტს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი (მაგ.: აკლია დეტალი, არის დაზიანებული ბეჭდვითი ელემენტი), მომხმარებელი ვალდებულია დაგვიკავშირდეს მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და წარმოადგინოს შესაბამისი ფოტო/ვიდეო მტკიცებულება. ასეთ შემთხვევაში:
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩანაცვლება ობიექტურად შეუძლებელია.
ხდება პროდუქტის შეცვლა ან კომპონენტის ჩანაცვლება, შესაძლებლობის ფარგლებში;
7.4. ქარხნული წუნის შემთხვევაშიც, თუ პროდუქტი გახსნილია და გამოყენებულია მომხმარებლის მიერ, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეაფასოს მდგომარეობა ინდივიდუალურად და მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის შესაბამისად.
7.5. ქარხნული წუნის პირობები არ ვრცელდება რეპლიკა (არაორიგინალ) ბორდ გეიმებზე.
რეპლიკა თამაშების შემთხვევაში:
- პროდუქცია იყიდება არსებული მდგომარეობით;
- შესაძლებელია შეფუთვის, ბეჭდვის, ფერების, კომპონენტების ხარისხისა და მასალის განსხვავება ორიგინალ ვერსიასთან შედარებით;
- ზემოაღნიშნული განსხვავებები არ განიხილება ქარხნულ წუნად და არ წარმოადგენს დაბრუნების ან გადაცვლის საფუძველს.
რეპლიკა ბორდ გეიმების გახსნის ან გამოყენების შემდეგ დაბრუნება, გადაცვლა ან თანხის ანაზღაურება არ ხორციელდება.
7.6. თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ანაზღაურება ხორციელდება იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც განხორციელდა გადახდა, კანონით დადგენილ ვადებში.
7.7. ტრანსპორტირების ხარჯები დაბრუნების/გადაცვლისას:
- ქარხნული წუნის შემთხვევაში — ეკისრება მაღაზიას;
- სხვა შემთხვევაში — ეკისრება მომხმარებელს.
8. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე და წარმოადგენს წინამდებარე წესების განუყოფელ ნაწილს.
9. ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება მომხმარებლის პასუხისმგებლობაა. ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს მესამე მხარის სერვისების მუშაობაზე (მაგ.: ბანკის პლატფორმა, საკურიერო/მესამე მხარის მიწოდება) ან იმ შემთხვევებზე, როდესაც სერვისის შეფერხება გამოწვეულია ადმინისტრაციის კონტროლს მიღმა მდგომი გარემოებებით.
10. საკონტაქტო ინფორმაცია
კითხვების ან საჩივრის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა: info@strategon.ge
მნიშვნელოვანი განმარტება
ბორდ გეიმები წარმოადგენს პროდუქტს, რომლის გახსნის შემდეგ მისი ხელახალი რეალიზაცია შეუძლებელია თამაშის საბაზრო ფასით. შესაბამისად, გახსნილი თამაშების დაბრუნება ან თანხის ანაზღაურება არ ხდება.
