თბილისში მიწოდება
ქალაქ თბილისში პროდუქციის მიწოდება ხორციელდება იმავე კალენდარულ დღეს, იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა გაფორმებულია 18:00 საათამდე.
18:00 საათის შემდეგ გაფორმებული შეკვეთები მიეწოდება მომხმარებელს მომდევნო კალენდარულ დღეს.
ქალაქ თბილისში მეტროსადგურებთან მიწოდება ხორციელდება უფასოდ, წინასწარ შეთანხმებული ლოკაციის შესაბამისად.
ქალაქ თბილისში შესაძლებელია მიწოდება მესამე მხარის საკურიერო სერვისების მეშვეობით (Bolt, Wolt, Glovo).
მიწოდების ღირებულებას განსაზღვრავს შესაბამისი პლატფორმა და გადახდა ხორციელდება მომხმარებლის მიერ აღნიშნული სერვისის წესების შესაბამისად.
რეგიონებში მიწოდება
რეგიონებში მიწოდება ხორციელდება:
- მიკროავტობუსით ან
- სს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით.
ასევე შესაძლებელია პროდუქციის ავტოსადგურამდე უფასოდ მიტანა.
რეგიონებში მიწოდების შემთხვევაში, ტრანსპორტირების ღირებულებას განსაზღვრავს გადამზიდი მხარე (მძღოლი).
გადახდა ხორციელდება პროდუქციის მიღებისას, გადამზიდავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
დამატებითი პირობები
კომპანია იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მიწოდების პირობები, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გზით, ვებგვერდზე ინფორმაციის განახლების მეშვეობით.
