მთავარი გვერდი

cropped acf80aeb 436a 47b5 a6fa e4e4b62eb51b.jpg

ფართო არჩევანი ბორდ გეიმების

5000 წლის ტრადიცია

ქალაქ თებეში, სადაც გათენება დილის რიტუალი გახლდათ, მზის სხივმა გამომწვარი აგურის სახლში შემკრთალ ფარდას თბილად მიუალერსა. ოთახში სიჩუმეს მხოლოდ ნილოსისკენ მიმავალი ქარის ხმა და ხის დაფის ჩხარუნი არღვევდა. ლერწმის ხალიჩის შუაგულში, სამ რიგად განლაგებული ზღვისფერი ათ-ათი უჯრა იშლებოდა. სენეტი, თამაში, რომელმაც თავისი ადგილი ფარაონთა სამარხებშიც დაიმკვიდრა და ქვის ტაძრების იდუმალებას გაუტოლდა. 

სამაგიდო თამაშები კაცობრიობის ისტორიის ნაწილია. მაგიდასთან თამაში ყოველთვის ნიშნავდა ერთ რამეს, ადამიანების დაახლოებას. დღესაც ასეა. 

ბანქო, კამათელი, დაფა და წამებში გვავიწყდება ტელეფონი და ციფრული ხმაური. შეიძლება სწორედ ამიტომაც არის პოპულარული სამაგიდო თამაშები სიმულაციური ვიდეო თამაშების ეპოქაში.


adobe express file copy

Strategon

ჩვენი პატარა მაღაზია ამ ისტორიას აგრძელებს. აქ ნახავთ როგორც ორიგინალ ისე პოპულარული თამაშის ბიუჯეტურ ვერსიებს, რომლებიც თქვენ საღამოებს უპირობოდ გაალამაზებს. 

Shopping Cart
🎲 🎲 🎲 🎲 🎲
Scroll to Top
🛒 კალათა 0